ქუთაისის ციხესთან პატიმრების ახლობლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 6 პატიმრის ახლობლებმა საპროტექსტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პატიმრებს ციხეში მკურნალობა ესაჭიროებათ, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ არასათანადოდ მკურნალობენ. აქციის მონაწილეების თქმით, ექვსი პატიმრიდან ერთ-ერთმა უკვე მეორე დღეა შიმშილობაც დაიწყო.

პატიმრების ახლობლების თქმით, თუ ციხეში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, მათი ინფორმაციით, საპყრობილეში მყოფი სხვა პატიმრებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაში,,ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება – ადამიანებს, როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით”
შემდეგი სტატიადოიჩე ველეს” ფოტოგალერეა: “ოსკარი” და მისი მამაკაცები