ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაშლილი “დაუმორჩილებლობის კარავი” თბილისში ინაცვლებს

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაშლილი “დაუმორჩილებლობის კარავი” თბილისში ინაცვლებს. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქში დაანონსებულ აქციას უერთდებიან.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ თბილისში ჩანიშნული საპროტესტო აქცია ფართომასშტაბიანი იქნება და მას იმერეთის რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება.

“ვინაიდან პროტესტის ეპიცენტრი გახდა დედაქალაქი, რუსთაველის გამზირი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი საპროტესტო კარავი გადავიდეს და შეუერთდეს თბილისის აქციებს.
აქტივისტებთან ერთად ხვალ ჩვენ იმერეთიდან შევუერთდებით”, – ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ენმ”-ის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: თავი უნდა დაანებოს ევროპის კავშირმა პუტინთან და მის ოლიგარქებთან მოფერების პოლიტიკას
შემდეგი სტატიასახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს