ქუთაისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
„თაიმერის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

















