14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ხელბარგით 600-ზე მეტი ფსიქოტროპული აბი შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობის ნებართვის მოპოვების საბაბით მოქალაქეს 83 000 ლარი დასტყუეს — შსს-მ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო: საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა