ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს უკანონოდ შეტანილი 592 გრამი ოქრო აღმოუჩინეს

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად 61 767 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს-მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაქობულეთში მაშველებმა დაკარგული 9 წლის ბიჭი იპოვეს