26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ქუთაისის აეროპორტის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა

“ქუთაისის აეროპორტის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 283 724 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ 4 მოქალაქეს სანქციის სახით, თითოეულს 3 000 ლარი შეეფარდა ხოლო, 2 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა”,_ აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

banner
წინა სტატიაშიაგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები წყალტუბოსა და ხონში
შემდეგი სტატია“ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური პატიმარი და ტირანული რეჟიმის ტყვეა”- შალვა ნათელაშვილი