ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები რამდენიმე საათით გადაიდო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ყველა მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო.

მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განათების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. განათეის შეკეთება ამ წუთებში მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფრენ მზადყოფნაში მყოფი ქუთაისი – აბუ დაბის რეისიდან მგზავრები ჩამოსვეს.

ქუთაისი-ლარნაკას რეისის ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ხსენებული მიზეზის გამო მათი რეისიც, 2 საათით გადაიდო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ათენი-ქუთაისის რეისიც აღნიშნული პრობლემის გამო თბილისში დაეშვა. შექმნილი ვითარების გამო, აეროპორტში მგზავრებს საკვების 4 ევროიან ვაუჩერებს ურიგებენ. არის რიგები. “თაიმერის” ინფორმაციით, რეისები ორ საათნახევრით გადაიდო , ანუ 01:00-მდე. სულ 4 საათი და 30 წუთით.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება მაფიოზურ სისტემაში დარჩენას
შემდეგი სტატიასაქაერონავიგაცია განცხადებას ავრცელებს