ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ ოქმებში სასურველი შედეგი ჩაწერა. ისინი არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს.

„შენ გგონია, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ძალა არ არის შენში, ძალა ხალხშია. ეს არ არის არჩევნები, არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, მიტაცებული და ჩვენ არ შევეგუებით ამას. ივანიშვილმა გადაჯღაბნა ყველა საუბნო ოქმი, რაც შევარდნაძის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა გია თევდორაძემ.

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში 19:00 საათზე საჩივრების განხილვა იწყება.

banner
წინა სტატიაშისაოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ისნის საოლქო კომისიის შენობიდან აბრა ჩამოხსნეს