ქუთაისის #14-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური იყო

ქუთაისის #14-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური იყო. დაპირისპირება “ტვ პრესის” ჟურნალისტსა და “ქართული ოცნების” კოორდინატორს შორის მოხდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს შენიშნა მოქალაქეები სიებით და მათ სია წაართვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მედიის წარმომადგენლის თქმით, მას ქალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ინციდენტში მონაწილე პირები. მათი თქმით, ჟურნალისტმა, მათი ავტომობილის კარი გააღო და სიები ჩანთიდან ამოიღო. მათივე თქმით, თავად ჟურნალისტმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, მოხდა მხარეების გამოკითხვა.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე – ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა 30-მდე ბიულეტენი შემოიტანა
შემდეგი სტატიაIpsos-ის აღმასრულებელი დირექტორი გვარამიას ბრალდებას „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდებს