ქუთაისის 124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის საარჩევნო უბნებზე სისტემური და მძიმე დარღვევები ხდება.

„სისტემური და მძიმეა დარღვევები, რომელიც ხდება ქუთაისის საარჩევნო უბნებზე. 37-ე უბანზე დაიჭირეს კომისიის წევრი, რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა ყუთში. 95-ე უბანზე ფულის დარიგება მოხდა. 124-ე უბანზე კი შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა წევრებმა. იგივე 124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული. მინდა, ვუთხრა მას, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისიხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, შეეშვით მეთვალყურეობას და შეეშვით უბანს. ეს არის დანაშაული და ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯიბუხაია: ხელისუფლება ვერ აიღებს 43%-ს, ამ შემთხვევაში ის დაკარგავს ლეგიტიმაციას და აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
შემდეგი სტატიამდინარაძე: გუშინ, საბედნიეროდ, უსერიოზულესი პროვოკაცია აღიკვეთა