ქუთაისიდან ფრენები დამატებით ევროპის 7 ქალაქში იქნება

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 7 ქალაქში ამატებს ფრენებს. ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა, სოფია – 2016 წლის სექტემბრიდან ამ ქალაქებში წამსვლელებს ქუთაისის აეროპორტითაც შეეძლებათ სარგებლობა.

ქუთაისი-ბერლინის და ქუთაისი მიუნხენის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო;

ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო.

ქუთაისი-ლარნაკას და ქუთაისი – სოფიას რეისებიც დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განხორციელდება და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი ერთიანდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მათ ერთმანეთი ისე შეაშინეს, რომ არ მგონია, მე პრემიერის თანამდებობა ვინმემ შემომთავაზოს