საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, მიზეზი დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებია.