ქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება

ქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. 6 იანვარს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, DMO Imereti-ს ორგანიზებით ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში შობის დადგომასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა შემსრულებლები თემატურ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. ასევე გაიმართება საშობაო ალილო.

ამასთან, სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუთი გაუმასპინძლდებიან. ინიციატივას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები გამოეხმაურნენ, რომლებიც ადგილმდებარეობის მიხედვით ქალაქის ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს გაუმასპინძლდებიან და ამ ფორმით მიულოცავენ მათ შობის დადგომას.

აღნიშნულთან დაკავშირებით DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და მოქალაქეებს დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

DMO Imereti აღნიშნულ ინიციატივას პირველად ახორციელებს და მას ტრადიციული სახე მიეცემა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი
შემდეგი სტატიადათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩეველად დაინიშნა