28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ქუთაისი-ლასდილის გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ლასდილის გზის მონაკვეთზე ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის მონაკვეთებზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ოკუპირებულ დონეცკში ტორეზის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა ღამით დატოვა