“ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი” – ენმ-ს კანონპროექტი პარლამენტში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საპარლამენტო და ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის დასაბრუნებლად პარლამენტს მიმართავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ქუთაისისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ეს “ნაციონალური მოძრაობისა” და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომპოტივი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა – ამბობს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს
შემდეგი სტატიაკრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში იზრდება – კობახიძე