ქუთაისელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია – ენმ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ევროპული მომავალი ქუთაისის და მთელი საქართველოს არჩევანია.

“ჩვენ დღეს გვაქვს ქუთაისელებთან შეხვედრა, კამპანია, რომელიც გულისხმობს ევროპაზე საუბარს, რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა საქართველოში. ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას, ევროპა ნიშნავს სიმდიდრეს ყველა ოჯახის, ევროპა ნიშნავს მშვიდობას პირველ რიგში. ქუთაისის ყველა მოქალაქეს, რეალურად გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროპაა არის ის, ადგილი, რომელიც არის ნამდვილად ქუთაისის და მთელი საქართველოს ისტორიული არჩევანი”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიემუქრება მძიმე გართულებები და შესაძლო სიკვდილი – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 25 წლის კაცი ემსხვერპლა