ქურთული ძალები რაკასთან ახლოს გამოჩნდნენ

ქურთი ბოევიკები, რომლებსაც მხარს უჭერენ აშშ, რუსეთი და სირიის ოპოზიციური დაჯგუფებები, ქალაქ მანბიჯში შევიდნენ, რომელიც რაკასთან ახლოს მდებარეობს.

შეტევა გავახორციელეს “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” – ქურთმა და არაბმა დაჯგუფებებმა, რომლებიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნენ. ისინი ქალაქისკენ მას შემდეგ წამოვიდნენ, რაც მაისის ბოლოს მას ალყა შემოარტყეს. შიგნით ისინი “ისლამური სახელწიფოს” ბოევიკებთან მძიმე და რთულ ომს მართავდნენ.

მანბიჯი მდებარეობს გზაჯვარედინზე, რომელიც რაკას (ე.წ. “ისლამური სახელწიფოს” დედაქალაქს) ჩრდილოეთ რაიონებსა და ალეპოსთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ტერორისტულმა დაჯგუფებამ სირიის სამთავრობო ჯარები რაკასთან დაამარცხა და ისინი თითქმის 40 კილომეტრით უკან დასწია.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ქრონიკა“ – თანამშრომლებისთვის საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო, შესაბამისად გაჩნდა დამატებითი კითხვები
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს