ქურთისტანის ახალი სახელმწიფო – იმედები და საფრთხეები

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2017 02:51

ქურთისტანის ახალი სახელმწიფო – იმედები და საფრთხეები

პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 40 მილიონამდე ქურთი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ერია, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნიათუმცა, ეს რეალობა 25 სექტემბერს  შეიძლება  რადიკალურად შეიცვალოს.

 

 

ისტორიკოსებმა იციან, რომ ქურთები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში საკუთარ მიწაწყალზე 2000 წელზე მეტია ცხოვრობენ, ამ ტერიტორიის მკვირები გაცილებით უფრო ადრე გახდნენ, ვიდრე არაბები და თურქები, რომელთა სახელმწიფოს მოქალაქეებადაც დღეს ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე ქურთებს არაერთხელ ჩამოუყალიბებიათ დამოუკიდებელი სამთავროები,  მათ მტკიცე სახელმწიფო ერთეულის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ვერ შესძლეს, თუმცა ბრძოლა ამ მიმართულებითარც ერთი წუთით არ შეუწყვეტიათ. დღეისთვის   ერაყში, სირიაში, ირანსა და თურქეთში მცხოვრები 30 მილიონზე მეტი ქურთი, ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომებიდან და ამ ომებში მათ მიერ წარმოებული ბრძოლებიდან გამომდინარე, ქურთი ერის გადარჩენის ერთადერთ გზად, ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მიიჩნევს.

 

 

სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა, რომლებიც სხვადასხვა მონაცემებით 1,7-დან 2,2 მილიონამდე ადამიანს ითვლიან, 70.000 კაციანი კარგად შეაირაღებული ფორმირების ჩამოყალიბება შესძლეს, რომელმაც ამერიკული კოალიციის დახმარებით, როგორც ასადის რეჟიმთან ასევე ,,ისლამურ სახელმწიფოსთა,, ბრძოლებში დიდ წარმატებებს მიაღწია და მათ მიერ სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიები იმდენად მასშტაბურია, რომ მათივე ისტორიული მიმწაწყლის გეოგრაფიულ საზღვრებსაც სცილდება. სწორედ ამ ძალას უწოდებენ სირიის დემოკრატიულ ოპოზიციას და მათი შეიარაღებულ ფორმირებებს ,,სირიის დემოკრატიულ ძალებს,, (SDF). მიუხედავად, იმისა, რომ სირიელი ქურთები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უკვე საკუთარ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, ნამდვილი ქურთისტანის ახალი სახელმწიფო წარმონაქმნი, დიდი ალბათობით,  ერაყში უფრო ადრე შეიქმნებავიდრე სხვაგან.

 

 

6,5 მილონამდე მოსახლეობის მქონე ერაყის ქურთისტანი, რომელიც ამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და რომელსაც სამხრეთ ქურთისტანს ეძახიან, ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ იმდენად ავტონომიური რეგიონი გახდა, რომ მას ერაყის კონსტიტუციით საკუთარი პრეზიდენტის, პარლამენტისა და შეიარაღებული ძალების ყოლაც კიგარანტირებული აქვს. ეს უფლებები, ქურთების ისტორიულმა რეგიონმა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გაწეული მედგარი ბრძოლისა და ამ ბრძოლებში აშშს პარტნიორობით მოიპოვა. ჰუსეინის დამარცხების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ქურთებს ბრძოლა და მათი 80.000 კაციანი შეიარაღებული ძალები – ,,ფეშმერგას,, სახელწოდებით, ბოლო 4 წლის მანძილზე ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ მებრძოლი, აშშს კოალიციასთან კოორდინაციაში მყოფი, ყველაზე ეფექტური და ორგანიზებული სამხედრო ძალა იყო ერაყის ტერიტორიაზე.

ერაყელი ქურთები, როგორც ჩანს  ერაყის პროამერიკული ხელისუფლების მიერ 90-ან წლებში მათთვის მიცემული ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის ტოლფასი ავტონომიით დაკმაყოფილებას თავიდანვე არ აპირებდნენ, ამიტომ ჯერ კიდევ 2012 წელს, ავტონომიის პრეზიდენტმა მესუთ ბარზანიმ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნით რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ განაცხადათუმცა, ერაყის ტერიტორიაზე ისლამისტების გაძლიერებამ და ხალიფატის წარმოქმნამ, ამ იდეის განხორციელების გადადება გამოიწვია. 2017 წელს კი, მას შემდეგ რაც ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, და მისმა ფორპოსტებმა ერაყის ტერიტორიაზე, ერთიმეორის  მიყოლებით დაცემა დაიწყო, რეფერენდუმის იდეა პრეზიდენტმა ბარზანიმისევ წინა პლანზე წამოწია. პრეზიდენტ ბარზანის, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა უკვე გაუვიდა, ქურთისტანის პარლამენტმა, სწორედ რომ სახელმწიფოს შექმნის პროცედურების გამო, ეს ვადა 2 წლით გაუხანგრძლივა.

ერაყელი ქურთების ლიდერმა  22 ივნისს, საფრანგეთის 24-ე არხთან საუბრისას განაცხადა, რომ რეფერენდუმის გადადება ან მისი გაუქმების მცდელობა, რეგიონში ახალი სისხლიანი დაპირისპირების საფუძველი იქნებოდა, რაზეც თავის არიდებისკენ მოუწოდა ყველას. ბარზანის ესმის, რომ ერაყის ხელისუფლებას, რომელიც ისლამისტებთან ომში დღესაც იბრძვის, არც ძალა ეყოფა და არც რესურსები ქურთებთან შიდა ომისთვის. ამასთანაცე, ერაყის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ქურთები აშშსა და გერმანიის  დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ, ამიტომაც 25 სექტემბერს დანიშნულ რეფერენდუმზე  ქურთისტანის მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა, დიდი ალბათობით მშვიდობიან გარემოში, სანუკვარი სახელმწიფოს გამოცხადებას დაუჭერს მხარს. როგორც ზოგიერთი წყარო ირწმუნება, პრეზიდენტმა ბარზანიმ უკვე დაითანხმა ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი, რომელიც თავადაც ქურთია ეროვნებით, რომ აღიაროს პლებისციტის შედეგები. იმავე დროს, ერაყის პრემიერი ნური ალმალიკი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქურთების გასვლას და ყველა ხერხით ერაყის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს.

 

 

დიდიალბათობით, ქურთებს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე ახლო აღმოასავლეთში შექმნილმა სიტუაციამ და ამ სიტუაციაში ამერიკელთა მხარდაჭერამ უბიძგა. აშშ და ნატოს კოალიცია ახლო აღმოსავლეთში ქურთებს ერთერთ დასაყრდენ ძალად და ისლამიზმის შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს.  სულაც არ არის გამორიცხული, რომ  მებრძოლი ქურთების სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას, აშშმ და დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, ღიად დაუჭირონ მხარი. უნდა ითქვას, რომ  ქურთებმა  არა მხოლოდ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გაუწიეს ამერიკელებს და ,,ნატო,,-ს ღირსეული პარტნიორობა, არამედ ასადის რეჟიმისა და ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ქურთები შესანიშნავი მებრძოლები და თავდადებული ადამიანები არიან, რომელთა საბრძოლო შენაერთებში, მამაკაცების მხადამხარ დიდი რაოდენობით ქალებიც იბრძვიან.

 

რაც შეეხება მოლოდინებს, ქურთისტანის ახალი სახელმწიფოს შექმნის მიმართ მსოფლიოში არაერთგვაროვანი მოლოდინებიაბევრ ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ მოვლენამ შესაძლებელია კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც მწვავე ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ახალ ომებს დაუდოს სათავე. ერაყის ტერიტორიაზე ქურთების სახელმწიფოს შექმნა, უდავოდ გამოიწვევს ამ სეხელმწიფოს ცენტრის მიმართ მეზობელ სირიაში, ირანსა და თურქეთში, ქურთული პროვინციებისა და მათი მოსახლეობის მიზიდვას, რაც ქურთების მიერ ,,დიდი ქურთისტანის,, შექმნისათვის წარმოებულ საუკუნეობრივ ბრძოლას, რა თქმა უნდა ახალ ძალებსა და მეტ სიმძაფრეს შესძენს. ამასთანავე, ადვილი არ იქნება ახლო აღმოსავლეთის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქურთების ერთიან ფრონტად გაერთიანება და მათი მოქმედებების კოორდინირების უზრუნველჰყოფა, რამეთუ, მიუხედავად ეთნიკურრელიგიური ერთიანობისა, მათს შორის იდეოლოგიური სხვაობა მაინც არსებობს. თურქეთისა და სირიის ქურთული წინააღმდეგობის მოძრაობები, ძირითადად სოციალისტურკომუნისტური მსოფმხედველობის მატარებელია, განსხვავებით ერაყისა და ირანის ქურთული საზოგადოებებისაგან.

 

ახალი სახელმწიფოს შექმნიდან ყველაზე ცუდი მოლოდინი ჩვენს უახლოეს მეზობელს, თურქეთის ხელისუფლებას აქვს. თურქები ალბათ ერაყის ხელისუფლებაზე უფრო მეტადაა მოწადინებული, რომ ქურთისტანის ახალი სახელმწიფოს შექმნა არ დაუშვას.

ერდოღანის ხელისუფლებას წლების მანძილზე პარტნიორული და კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ერაყის ქურთისტანთან და პირადად პრეზიდენტ მესუთ ბარზანისთან, მიუხედავად ამისა, თურქეთი ფაქტობრივად შიდა ომის პირობებშია საკუთარ ქვეყანაში მაცხოვრებელ ქურთებთან, რომლებიც ქურთების მუშათა პარტიის (PKK)  საბრძოლო შენაერთების ძირითად შემადგენლობას წარმოადგენენ და რომელთა ზურგს, ჩრდილო ერაყის ქურთისტანის მაღალმთიან ტერიტორიაზე განთავსებული ბაზები წარმოადგენს. ამ ტერიტორიებს, თურქეთი ერაყის ხელისუფლების თანხმობით დრო და დრო ბომბავდა, რის უფლებასაც მომავალში სუვერენული ქურთისტანი ალბათ არ მისცემს.

თურქები მტკიცედ აცხადებენ, რომ ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნა დაუშვებელია და ეს მათ სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის

  ჩვენი ქვეყნის საზღვრების გასწვრივ, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში ახალი ხელოვნური სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არავის მივცემთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეებთან  მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამრღვევი და ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ, როგორც წარსულში გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ასევე მოვიქცევით მომავალშიც. თურქეთსირიის საზღვართან, როგორც ცნობილია,  რადიკალური დაჯგუფებები მომრავლდნენ, ამიტომ, ადამიანური ტრაგედიის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესაბამის  ზომებს  ვიღებთ,“ განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს.

თურქეთი ხელისუფლება შიშობს, რომ ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის შექმნა, ამ სახელმწიფოს სირიის მიმართულებით გაფართოებას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში მიადგება თურქეთის ტერიტორიას, სადაც დიდი ქურთული პროვინციებია და სადაც ამ ხალხის ყველაზე დიდი რაოდენობა – 18 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. თურქეთს ასევე განსაკუთრებული გართულება აქვს სირიელ ქურთების ,,დემოკრატიულ ძალებთან,, რომელთაც საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი ,,ქურთების მუშათა პარტიის,, (PKK) ტერორისტული შენაერთების პირდაპირ მოკავშირედ და ასევე ტერორისტებად მიიჩნევს. რეალობაც ისეთია, რომ  ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას, თურქეთში მართლაც დიდი რყევების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ეს სახელმწიფო მხოლოდ ერაყისა და სირიის ტერიტორიებით დაკმაყოფილდესდა ,,დიდი ქურთისტანის,, იდეის რეალიზაციამ, ,,ორთქლის გამოშვების,, შემდეგდიდი ხნით გადაიწიოს.

რაც შეეხება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისრუსეთის მოლოდინებს ქურთისტანის მიმართ, რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკეთებს მკვეთრ უარყოფით ან დადებით განცხადებებს ქურთისტანის რეფერენდუმთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ურთიერთ გამომრიცხავ შეაფასებას უკვე ჰქონდა ადგილი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან

მიმდინარე წლის 3 მაისს, მოსკოვში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღნმა, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს დაუშვას ქურთების სახელმწიფოს წარმოქმნა არც სირიისა და არც ერაყის ტერიტორიაზერაზეც პუტინისაგან მოკრძალებული ფორმით თანადგომაც მიიღო. ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე კიერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში, რუსეთის გენერალურმა კონსულმა ადგილობრივ ტელეარხ Kurdistan24-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქურთების რეგიონს და მის შეიარაღებულ ფორმირება ,,ფეშმერგას,, … ,,თუ თქვენ გამოაცხადებთ დამოუკიდებლობას, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას იმ პირობით, რომ ეს მოხდება მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებით და გარედან ჩურევლად. გაეროს წესდებაშიც  წერია, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება,, განაცხადა რუსეთის გენკონულმა  ვიქტორ სიმაკოვმა. როგორც ჩანს, რუსეთი ჯერჯერობით ორსახოვან როლს შეინარჩუნებს ქურთების საკითხის მიმართ. ერთის მხრივრუსეთს არ შეიძლება არ აწყობდეს თურქეთის, როგორც ახლო აღმოსავლეთში ისტორიული მტრის დაშლისა და დასუსტებისკენ მიმართული ახალი ძალისხმევამეორეს მხრივმას ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ აწყობს აშკარად ანტითურქული პოზიციის დაფიქსირებაც, რამეთუ ბოლო დროს დასავლეთთან ურთიერთობაგართულებულ თურქეთის ხელისუფლებას, პუტინი საკუთარ გეოპოლიტიკურ და ენერგოპოლიტიკურ თამაშებში ხელსაყრელ ინსტრუმენტად იყენებს.

ქურთისტანის სახელმწფოს წარმოქმნას, რა თქმა უნდა არ მიესალმება ირანიც, რომელსაც საკუთარ ქვეყნის 4 პოვინციაში 4 მილიონზე მეტი ქურთი ეროვნების მოქალაქე ჰყავსდა ამ პროვინციებიდან ზოგიერთი ქურთების ძირძველ ტერიტორიებად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლებაც უკიდურესად შეშფოთებულია ერაყში ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის იდეით, ის ჯერჯორობით მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით რეაგირებს მისთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტზე… ,,ირანის ისლამური რესპუბლიკა აფრთხილებს ერაყის კირკუკის პროვინციას, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნის რეფერენდუმი, არის არასწორი, პროვოკაციული და მიუღებელი. ის გახლავთ აშკარა ხელჰყოფა ერაყის ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტისაამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა რეგიონში ახალი კრიზისის შექმნისა, ერაყის მეზობელ ქვეყნებს მოთმინებიდან გამოიყვანს,, განაცხადა 30 აგვისტოს ირანის საგარეო უწყებამ.   

ახალი ქურთისტანის შექმნასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო რეაქცია აქვს, ჩვენს კიდევ ერთ უახლოეს მეზობელსომხეთს, რომლის მოლოდინები ახალი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას დიდია და მეტწილად პოზიტიური. სომხების ოპტიმიზმი, შეიძლება ითქვას, რომ განპირობებულია  ისტორიულად კარგი ურთიერთობით ქურთებთან. ეთნიკურად ყველაზე სუფთა სომხეთშიც კი – 32.000 ქურთი ცხოვრობსასევე უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ სომხები ერაყის ქურთისტანში, სადაც მათი 10.000 კაციანი დიასპორა იმდენად მნიშვნელოვანია ქურთებისთვის, რომ ქურთისტანის 110 კაციან პარლამენტში, სომხებისთვის 5 მანდატიანი კვოტა აქვთ გამოყოფილისომხური ენა კიქურთისტანის 6 ოფიციალურ ენას (2 ქურთული: კურმანჯი და სორანი, არაბული, ასირიული, თურქომანული, სომხური)  შორის ერთერთია.

სომხებს, რა თქმა უნდა ოპტიმიზმს მატებს ის გარემოებაც, რომ ქურთისტანის შექმნამ, შესაძლებელია  მეზობლად მდებარე  ისტორიულ მტერ თურქეთს, დიდი პრობლემები შეუქმნას და დაასუსტოს. თუმცა, სომეხი ექსპერტები უფრო შორს მიმავალი გეგმებსაც ხაზავენ

ზოგიერთი სომეხი ექსპერტი იმ დონემდეა აჟიტირებული ქურთისტანის სახელმწიფოებრიობის საკითხის აქტუალიზაციით, რომ  პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 1920 წელს მიღწეულ ,,სერვის სამშვიდობო შეთანხმებას,, უკვე სომხური პოლიტიკის დღის წესრიგად განიხილავს და ნავთობის საბადოებით მდიდარი რეგიონის სახელმწიფოდ გამოცხადების შემთხვევაში, ქურთული ნავთობის სომხეთის გავლით გატანაზეც კი ფიქრობს

,,ქურთისტანის შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენ მაღალ დონის მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რამე თუ ეს საკითხები ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებსაც ეხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ,,სერვის სამშვიდობო შეთანხმება,, სომხური პოლიტიკის დღის წესრიგად იქცეს. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქურტისტანის სახელმწიფოს შექმნა, სომხეთისთვის პოზიტიური შესაძლებლობების გარდა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს,, განაცხადა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, რუბენ საფრასტიანმა, მიმდინარე წლის ივნისში.

აღსანიშნავია, რომ ,,სერვის სამშვიდობო შეთანხმება,, რომელზეც ბოლო დროს აპელირებენ სომხები, 1920 წელს აშშსა, ანტანტისა და კიდევ 15 სახელმწიფოს (მათ შორის სომხეთის) მიერ იქნა ხელმოწერილი და ამ დოკუმენტის მიხედვით, აშშ, საფრანგეთსა და თურქეთსქურთისტანის სახელმწიფოს საზღვრები ერთობლივად უნდა დაედგინათამასთანავე, ამ შეთანხმებით, სომხეთს ეძლეოდა პრიველეგირებული გასასვლელი საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიაზე, ბათუმამდე რკინიგზის გაყვანის, სატრანზიტო შეღავათების და ბათუმის პორტის გარკვეული ნაწილის შეღავათიანი არენდის უფლების სახითაქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სომხეთისთვის ,,სევრის ხელშეკრულების,, აქტუალიზაცია, არა მხოლოდ ქურთისტანის თემის გამო ხდება სასურველი.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმზე, ამის შესახებ აქამდე არაფერია ცნობილი. ამ თემაზე არც საგარეო უწყებას და არც სხვა ორგანოებს დღემდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ და საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ თემით ზემოხსენებული უწყებები საერთოდ იყვნენ დაინტერესებული და მოვლენის არსში ჩახედულნი.

მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი დამოკიდებულება ან მოლოდინი აქვს ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზედა მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩატარდება 25 სექტემბრის რეფერენდუმი, ჩვენ უკვე მომსწრე ვართ რთული გეოპოლიტიკური პროცესისა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ჰქვია. ეს პროცესი კარგა ხანია დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელს გასტანს. შესაძლებელია ამ პროცესმა კიდევ ბევრი დაპირისპირებული მხარე წარმოაჩინოს, რომელთაც გარკვეული ინტერესები გააჩნიათ ამ რეგიონში. ყველაზე რთული ამ პროცესის დასასრულის პროგნოზირებაა, რამეთუ ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში ხდებაიქ, სადაც მსოფლიო ძალისმიერი ცენტრების ინტერესთა პოლიგონიაიქ, სადაც ბევრი ნავთობია.

 

 

კახაბერ ადამია  ,,თაიმერი,,

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2017 02:51

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics