ქურთებზე თავდასხმის მიუხედავად, ბერლინი ანკარას იარაღს მაინც აწვდის

გერმანია ანკარასთვის იარაღის მიწოდებას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც თურქეთმა სირიელი ქურთების პოზიციები დაბომბა – 30 მარტს გერმანულმა სამხედრო არხმა ARD გაავრცელა. 20 იანვრიდან დღემდე გერმანიამ თურქეთს 4,4 მილიონი ევროს იარაღი მიაწოდა. საპარლამენტო ფრაქცია “მწვანეების” თანა-თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრეიტერმა ამის გამო მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა. “თურქეთის არმიისთვის ტყვია-წამლის მიწოდებით გერმანიის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს თურქეთის მიერ საერთაშორისო უფლებების დარღვევაში ჩრდილოეთ სირიასა და აფრინში” – განაცხადა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო ბერლინის მტკიცება იმაზე, რომ ის კონფლიქტში მშვიდობის დასამყარებლად არის ჩართული, ნაკლებად სარწმუნოა, ანგელა მერკელის რამდენიმე ხნის წინ გამოსვლა, სადაც მან თურქული სამხედრო კამპანია დაგმო სირიაში, მხოლოდდამხოლოდ ჰაერში თქმული სიტყვებია – განაცხადა მწვანების ლიდერმა – “დოიჩე ველე” წერს.

20 იანვარს თურქეთმა ოპერაცია “ძეთისხილის რტო” დაიწყო, რომელიც სირიელი ქურთების წინააღმდეგ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშირუსული არხი RT ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: საფრანგეთში ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის