ქურთებმა ჩრდილოეთ სირიაში ფედერაცია გამოაცხადეს

ჩრდილოეთ სირიაში ქურთებმა ფედერაცია გამოაცხადეს – Reuters-ი წერს.
ჯაზირას, კობანის და აფრინას დეპუტატებმა, რომლებიც ქალაქ რმეილანში გამართულ ქალაქ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, ფედერაციის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს. სირიის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ახალ წარმონაქმნს არ აღიარებს. “ნებისმიერი მსგავსი განცხადება კანონიერ საფუძველს არის მოკლებული და არ ატარებს იურიდიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საფუძველს, ასევე არ გამოხატავს სირიელი ხალხის ნებას. სირიის რესპუბლიკა ყველას, ვინც სირიის ტერიტორიალური ან სახალხო ერთობის დარღვევას შეეცდება, აფრთხილებს, რომ ფედერაციის პროექტი კონსტიტუციის წინააღმდეგაა და საერთაშორისო შეთანხმების და სახალხო ერთობის დარღვევაა” – ნათქვამია ოფიციალური დამასკოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიათბილისის ანძა მწვანედ განათდა