ქურთების ლიდერმა გადაგომამდე ამერიკელებს უსაყვედურა

ერაყის ქურტისტანის ავტონომიის პრეზიდენტმა მესუთ ბარზანიმ, რომელიც ბოლო 13 წელია ამ პოსტს იკავებს, ქურთისტანის პარლამენტისათვის გაგზავნილ გადაგომასთან დაკავშირებულ წერილში ამერიკელებს, კირკუკიდან ქურთების გამოძევების საქმეში უმოქმედობის გამო უსაყვედურა.
,,ჩვენ კირკუკში ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა 16 ოქტომბერ ღამეს დიდი ღალატი მოხდა… ერაყის არმიამ და შიიტების ჰაშდი შაბიმ ფეშმერგას და ჩემს ხალხს შხანიანი მახვილი ჩასცეს ზურგში… ეს ყველაფერი ამერიკელების თვალწინ და ამერიკული იარაღით მოხდა. რატომ სდუმდნენ ამერიკელები? რატომ?,, აცხადებს თავის წერილში მესუთ ბარზანი.


შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების გამო განაწყენებულმა ერაყის ხელისუფლებამ, საკუთარი არმიის და შიიტური მილიციის დახმარებით, ქურთების კონტროლქვეშ მყოფი, მაგრამ ერაყის კონსტიტუციით ქურთული ავტონომიის საზღვრებს გარეთ არსებულ ქალაქ კირკუკში ძალისმიერი შეტევა განახორციელა და ქალაქი დაიკავა. ამ ოპერაციის დროს, ქურთისტანის ფეშმერგამ შეგნებულად არ გაუწია მედგარი წინააღმდეგობა ერაყულ არმიას, რომელთანაც ერთად ბოლო 4 წელია ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ებრძოდა. მიუხედავად ამისა, ერაყის არმიის შეტევას ფეშმერგას 10 მებრძოლი მაინც ემსხვერპლა.
ერაყელი ქურთებს, ახლო აღმოსავლეთში აშშ და ნატოს კოალიცია ყველაზე საიმედო ხალხად და პარტნიორ სამხედრო ძალად მიიჩნევს. ქურთები წლების მანძილზე ყველაზე მედგარ წინააღმდეგობას უწევდნბენ სადამ ჰუსეინის რეჟიმს და ,,ისლამურ სახელმწიფოს,

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთმა რუსეთს სახეში შეაფურთხა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:უსმენენ კარლო კალაძესაც და მამიდას გლდანში