ქურთების არმიამ თურქეთში მეჩეთი დაბომბა-არის მსხვერპლი

თურქეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, სირიის მოსაზღვრე თურქულ ქალაქ ქილისში მდებარე ისტორიულ მეჩეთს, სადაც საღამოს  ნამაზის ლოცვაზე ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, აფრინის ტერიტორიიდან გამოსროლილი სარაკეტო ჭურვი მოხვდა.

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის უკან, ქალაქ ქილისის ცენტრში მდებარე მეჩეთს აფრინის ტერიტორიიდან გამოსროლილი სარაკეტო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც, თვითმხილველთა განცხადებით, სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 15 მძიმედ დაიჭრა.

თურქული მედიის განცხადებით, თურქეთის მიერ სირიის აფრინის ტერიტორიაზე ოპერაცია ,,ზეთისხილის რტოს,, დაწყების შემდეგ,  ქალაქ ქილის მეორედ იბომბება ქურთების შეიარაღებული ფორმირებების მიერ. ქილისის  წინა დაბომბვას 1 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააფხაზები პასპორტიზაციის მონაცემებს აქვეყნებენ