“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული 65 წლის მამაკაცი ამბობს, რომ პოლიციას ხშირად ეხმარებოდა

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული, ზილგამ გაჯიევი ამბობს, რომ პოლიციას ხშირად ეხმარებოდა. ეს განცხადება ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში გააკეთა.

გაჯიევი განსასჯელის სკამიდან ამტკიცებდა, რომ კანონმორჩილი ადამიანია და რომ პატიოსნად ცხოვრობს.

“65 წლის ვარ უკანონო არასდროს არაფერი ჩამიდენია. მადლობელი ვარ ოჯახუსწევრების რომ აქამდე საქართველოში ასე პატიოსნად ვცხოვრობთ. კანონმორჩილი ადამიანები ვართ. აქამდე თუ ვინმე ახლობელ-ნათესავმა მე მომმართა, მხოლოდ იმიტომ რომ უხუცესი ვარ და ჩემს სიტყვას ენდობიან, არა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ როგორ უფროსი ადამიანი. პატუოსნად ვშრომობ, არავის ფულს არ ვართმევ, არავის არაფერს ვაძალებ. თუ ვინმე იტყვის იმას რომ მე ფულის აღება ან მიცემა დავაძალე, მზად ვარ ცხოვრების ბოლომდე ციხეში ვიჯდე. ჩემს რაიონში ყველა პოლიციელი დადებითად მიცნობს, მათაც ხშირად დავხმარებივ”, – თქვა ბრალდებულმა.

“ქურდული სამყაროსთან” კავშირში მყოფი 15 პირიდან სასამართლომ 12 ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა, აქედან ერთს, რომელიც ძებნილა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, 3 მათგანი კი ისედაც მსჯავრდებული იყო. ისინი სხვა დანაშაულებისთვის იხდიდნენ ციხეში სასჯელს. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმეში დევს ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის, როგორ განიხილავენ ბრალდებულები სხვადასხვა თანხებთან დაკავშირებულ დავებზე.

banner
წინა სტატიაშიქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატია“ევროსაბჭოს კომისარმა ქიმიური მოწამვლის საქმეში “ქართული ოცნება” ტყუილში ამხილა – რას წერს გიორგი ბურჯანაძე?!