5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ქურდული გარჩევების საქმე- კანონიერი ქურდის რეზო უბილავას, იგივე ჯვარსკის დედა პატიმრობაში დატოვეს

“კანონიერი ქურდის” რეზო უბლავას, იგივე “ჯვარსკის” დედა პატიმრობაში დატოვეს. 

მანანა უბილავა “ქურდულ სამყაროსთან”კავშირშია ბრალდებული. ის ერთ-ერთია ათი დაკავებულიდან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

როგორც ტვ პირველი იუწყება, დღეს სხდომაზე დუმილი არავის დაურღვევია. მათ წინააღმდეგ კი საქმეში მთავარი მტკიცებულება ფარული აუდიო- ვიდეო ჩანაწერებია.

“კანონიერი ქურდის” უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ არის ის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მანანა უბილავას რაიმე კავშირი ჰქონდა ამ დანაშაულთან.

“ბრალდებას არ აქვს არანაირი მტკიცებულებები, საქმეში ფიგურირებს თარჯიმანი, რომელიც მოწმეთა დასაკითხ სიაში ბრალდებას არ ჰყავს შეყვანილი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაცვის მხარეს უჩენს გარკვეულ ეჭვებს, შესაბამისად, დაუშვებლობასთან დაკავშირებით დაყენებული იქნა შუამდგომლობა, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ლაღიძე.

პროკურატურის განმარტებით კი, საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტს.

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა, სრულად მიიჩნია დასაშვებად. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა, რის საფუძველზეც დასტურდება უტყუარად, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. თარჯიმანმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ერტადერთ მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ეს გახლავთ უცხოური ინტერნეტ გვერდის დათვალიერება, აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს, – თქვა საქმის პროკურორმა.

საქმეზე არსებითი განხილვა აპრილიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიშეუერთდება თუ არა საუდის არაბეთი აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს ირანზე?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია