ქურდოვანიძე სარჩელის დაკმაყოფილებაზე: პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, მადლობა მოსამართლეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე ქურდოვანიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

“სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ მისი ხმა იქნება ფარული. ესაა პრეცედენტული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი მადლობა მოსამართლეს, რომელმაც ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ აპელაციაში შეიცვლება, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ ამ სასამართლოში, ამ მოსამართლემ საზოგადოებას აჩვენა, რომ ხმის ფარულობა იყო დარღვეული, კონსტიტუციური პრინციპი არჩევნების ჩატარების იყო დარღვეული და მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება.

ჩვენ აპელაციაში გასაჩივრებული გვაქვს და ხვალიდან ჩანიშნულია სხდომები როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისში, ვასაჩივრებთ დანარჩენი სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ალბათ, ეს გადაწყვეტილებაც მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრდება” – თქვა ქურდოვანიძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია“ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა” -მოსამართლე ხუჭუა