ქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

region
: region მაისი 11, 2019 10:37

ქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში ედება.

„დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა.

პოლიციამ ზ.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში მის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

region
: region მაისი 11, 2019 10:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics