ქურდობაში ბრალდებულ გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ.

ბრალდებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული. 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი ქურდობაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გამოკვლეულ 212 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მორიგი ჰუმანიტარული დახმარების აქცია განახორციელა