ქურდობა ვარკეთილში – ავტომანქანას ე.წ. კატალიზატორი მოხსნეს

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ავტომობილის გაქურდვის ფაქტი დაფიქსირდა. დამნაშავეებმა მანქანას ე.წ. კატალიზატორი მოხსნეს.

ამავე ეზოში კიდევ ერთი მანქანის გაქურდვის მცდელობა იყო, თუმცა ორი ნიღბიანი მამაკაცი მეზობელმა დროულად შენიშნა. დამნაშავეებმა მიმალვა მაინც მოახერხეს.

დანაშაულის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ავტომობილის მფლობელის თქმით, ბოლო დროს ავტომანქანების ძარცვის შემთხვევებმა იმატა.

„მოიპარეს კატალიზატორი, ტექდათვალიერებას ვერ გადიან პატარა მანქანები, ძველი მანქანები და ახლებზე იპარავენ და აყენებენ იმაზე,“- ამბობს დაზარალებული, ამირან ცერცვაძე. .

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – საქართველო ცდილობს, არ გაზარდოს სახელმწიფო ვალი და მეტი კერძო ინვესტორი მოიზიდოს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, განმარტოს, ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“ მხარი რატომ არ დაუჭირა