33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი: ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-10 000 ლარის ოდენობით გირაოას.

ცნობისთვის, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 პირი, მათ შორის, ნიკა ქარელაშვილი დაიჭრა. ორი მათგანი, გიორგი ველიჯანაშვილი და კიდევ ერთი პირი, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილს, ის შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც მე-7 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 15 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი – ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე