“ქურდები ესენი არიან”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულის მამა

“ქურდები ესენი არიან, კაცო, ჩემი შვილი კი არ არის მკვლელი და ქურდი” – ამის შესახებ “სემსოტას”, იგივე შალვა გულიაშვილის მამამ განაცხადა.

ამბობს, რომ მის შვილს ნარკოტოკი ჩაუდეს – “ეჭვმიტანილი რომ ყოფილიყო, ფოსტის წინ დაიწყებდა სიარულს?”

კრიმინალური ავტორიტეტი და ძებნილი “სემსოტა” იგივე შალვა გულიაშვილი პოლიციამ დღეს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული შ.გ. გორში დააკავეს.

მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაშიამილახვარი შავგულიძეს: თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა
შემდეგი სტატია“ნუ შფოთავთ, ნუ შფოთავთ, მესმის, რომ პრობლემაა”- ნარმანია გაზის ტარიფის 8 თეთრით გაზრდაზე