ქუმსიშვილის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხის განხილვა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას არ იგეგმება

აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხის განხილვა ნიკოლ ფაშინიანთან გაფართოებული ფორმატში შეხვედრის დროს არ იგეგმება – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ოფიციალურ მოლაპარაკებებზე არცერთხელ სომხურ მხარეს არ დაუყენებია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი. მე არ შევსწრებივარ ასეთ მოლაპარაკებას. აქედან გამომდინარე, არც დღეს მაქვს ასეთი მოლოდინი, თუმცა მე მეორე მხარის მაგივრად ვერ გაგცემთ. ჩვენთვის სომხეთი არის მეგობარი, მეზობელი, მოძმე სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გვაქვს,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ნიკოლ ფაშინიანი თბილისს დღეს ეწვია. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის წევრებმა პრემიერს ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს, რის შემდეგაც სტუმარს მისმა ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები შედგება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ ხობში საზარელი მკველეობა მოხდა