ქუმსიშვილი: პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ კარგად მივდივართ

“პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებაზე.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 % შეადგინა, იანვარ-თებერვალში საშუალო რეალურმა ზრდამ – 4,8 %.

“წელი 4 %-ზე დავგეგმეთ. მარტში ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქს დამატებითი ღირებულების ბრუნვებში, საკმაოდ კარგადაა ექსპორტის ზრდა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები წარმატებით შესრულდება”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა“- გუდვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილს შექმნის მომავალში – კეკენაძე