ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას.

ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

“ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს სიტყვით უკვე მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის პატივია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციების მასპინძლობა.

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews-ი, BBC, Bloomberg-ი, Deutsche Welle, The Economist-ი, Al Jazeera, Guardian-ი და სხვა მედიასაშუალებები.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიამერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო