ქუცნაშვილი სანდრა რულოვსზე – როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს

“ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
“როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს“, – აცხადებს ქუცნაშვილი.
ამასთან, მისივე თქმით, ზუგდიდში “ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ მეტრეველი – რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე და ალბათ ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიათურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა