ქუცნაშვილი: ბევრი იქ ფიქტიურად ქორწინდება ისე, რომ მეუღლესაც არ აგებინებს

“მთელმა საქართველომ იცის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი ძალიან ბევრი ქალბატონი მიბრძანდება და შედის ფიქტიურ ქორწინებაში უცხოელებთან, ამ ფიქტიური ქორწინებების გამო ძალიან ბევრი ოჯახი დარღვეულა, ძალიან ბევრი ოჯახი გაყოფილა, ჩემთვის ეს პრობლემაა, ქალბატონები შედიან ამ მდგომარეობაში, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ, ჩემთვის ეს პრობლემაა.

ორი პრობლემაა, მიგრაცია შრომითი პრობლემაა, ამას ვებრძვით რამდენიმე ათეული წელია. მეორე – გაჭირვების მდგომარეობის გამო როცა ასეთ საქციელს ჩადიხარ, ჩემთვის ეს პრობლემაა, ბევრი ამომრჩეველი მყავს, ვისაც ამის გამო ოჯახი დაერღვა და პრობლემები შეექმნა, მე ვალდებული ვარ, მათზეც ვიფიქრო…

უამრავი ადამიანი მიდის, სიყვარულის გარეშე ქმნიან ოჯახებს და ეს ხშირად გამხდარა პრობლემების მიზეზი საქართველოში, იმიტომ, რომ ზოგიერთი ისე შესულა ქორწინებაში, რომ თავისი მეუღლისთვისაც არ გაუგებინებია ეს ამბავი და უამრავი კონფლიქტი ყოფილა საოჯახო ნიადაგზე.

არ დაგეთანხმებით, რომ უნდა წავახალისოთ ანგარებით ოჯახების შექმნა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, თუ ჟურნალისტიკა ფიქრობს, რომ ანგარებით ქორწინება გამართლებულია, იმიტომ, რომ გაჭირვებაა სამშობლოში, თუ იმას ამბობთ, რომ ანგარებით ოჯახის შექმნა არ მიგაჩნიათ დასაძრახისად, ჩვენი ღირებულებათა სისტემა აცდენილია, მე მაგას ვერც გაჭირვებით ვერ ავხსნი და ვერც ანგარებით ”-აცხადებს ზაქარია ქუჩნაშვილი.

banner
წინა სტატიაშირა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ – ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიატრამპმა და პუტინმა ტელეფონით ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს