ქუჩები თბილისში, სადაც ველობილიკი მოეწყობა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ყაზბეგის და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება.

ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5 100 მ-ია, სიგანე – ერთი მიმართულებით 1,5 მ, ორივე მიმართულებით 3 მ.

ველობილიკი ძირითადად უნდა მოეწყოს ტროტუარის გვერდით გზაზე, სიმაღლეში უნდა დაპროექტდეს ისეთ დონეზე, რომ გათვალისწინებული იყოს წყლის აცილება ბილიკზე, ტროტუარზე, გზაზე. ამისთვის საჭიროა ტროტუარის ბორდიურთან სანიაღვრე ჭების დემონტაჟი და ახალი ჭების მოწყობა ველობილიკის ახალ ბორდიურთან – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი საქართველო ობიექტებზე უცხოურ წარწერებს აპროტესტებს
შემდეგი სტატიაბათუმში შესაძლოა ოკეანერიუმი აშენდეს