” ქუჩაში ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა”

დღეს ქუჩაში შეძახილით შემხვდა ის ხალხი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა, რათა შემდეგ ისინი, ვისაც გმირებს და პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილებულიყვნენ, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განაცხადა.

როგორც გოგაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეხებოდა.

„უამრავი ქართული ხალხური გამონათქვამი არსებობს, ვისგან შეიძლება გეწყინოს რაიმე. თუმცა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით არიან უსინდისოები. თუნდაც, ძალიან სიმბოლურია დღევანდელი დღე, რომელიც არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეხებოდა. ეს ის ხალხია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში, ძალიან მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყველაფერი, თუკი რაიმე გააჩნდათ, რათა შემდეგ ისეთ გმირებს, რომლებსაც გმირებს უწოდებენ, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, როგორებიც არიან კოდუა, ქარდავა, უდესიანები, ევლოთ ძალიან ძვირადღირებული მანქანებით“,- განაცხდა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაში“არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს”
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტები შს სამინისტროსთან შეშით მივიდნენ