ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში 26 მაისის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ოჯახი, სადაც არასრულწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობდნენ, ქუჩაში დარჩნენ.
“სახლი დაგვეწვა, ქუჩაში დავრჩით ბავშვებით, ტანსაცმლის და ყველაფრის გარეშე. არაფერი გაგვაჩნია”, – ამბობს “თაიმერთან” დაზარალებული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. დამატებითი ცნობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
















