“ექსპერტები” ჟურნალისტიკის შეურაცხყოფაზე საუბრობენ, მავანი ჟურნალისტებისაგან დაჩაგურლებზე. ორივე მხარე არჩევს სიტუაციას და ფაქტობრივად განზე ტოვებენ მთავრ თემას, რა მოხდა სინამდვილეში გაჩეჩილაძის “სოფლელოს” ხსნებით.
სოფლიდან ჩამოსული ჟურნალისტების შეურაცხყოფა, საერთოდ მედიის შეურაცხყოფა?
სინამდვილეში არც ერთი. გაჩეჩილძეს წამოცდა ის რაც სულიერად აქვს გამჯდარი – “სოფელმა აიკლო თბილისი და ყველაფერი ამ სოფლელი გოიმების ბრალია”.
ამ შემთხვევაში, ჟურნალსიტები სიტუაციიდან გამომდინარე აღმოჩნდნენ ენის ქვეშ, სინამდვილეში სხვებზეც ასეთი წარმოდგენა აქვს, თუ გნებავთ თვით ბიძინა ივანიშილის ჩათვლით, უბრალოდ, ვერ გაუბედავს ამის თქმას.
ასეთი დამოკიდებულება სოფლელების მიმართ დედაქალაქში არაა სიახლე, ჯერ კიდევ კომუნიზმის პერიოდიდან მახსოვს და სიბეცე იქნება ეს არ ვაღიაროთ.
ამ მოვლენას ერთი ხელის მოსმითაც ვერ გამოვასწორებთ და აქ მარტო გია გაჩეჩილაძეში არაა პრობლემა, ე.წ. “ძირძველი თბილისელების” გარკვეული ნაწილიც ასე ფიქრობს.
პირადად ეს არასოდეს არ მწყინდა, რადგან არასოდეს არ მქონია სურვილიც კი თბილისში ცხვორების, ერთი მიზეზის გამო, ვერ ვიტან დიდ ქალაქებს.
მაშინ სად არის ამ შემთხვევაში პრობლემა?
პრობლემა კი იმაშია, რომ საშიშია ასეთი აზრების მატარებელი ხალხის ხელში ისეთი მედია საშუალების მოქცევა, როგორიცაა ტელევიზია.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში, განურჩევლივ ბიზნესწილის უპირატესობისა, ასეთ პიროვნებებს აეკრძელბოდა ტელევიზიის მმართველობაში ყოფნა, რადგან “უცნობი” გაჩეძილაძედან “ცნობილ” ქსენოფობამდე, სულ ერთი ნაბიჯია.
გიორგი ალანია
ჩეხეთი