ქრთამის აღების ფაქტზე შპს „ავტოსერვისი 2016“-ს დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი, შპს „ავტოსერვისი 2016“-ს დირექტორი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, მერიის ბალანსზე არსებული, ავტო-ტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოართვა 2 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ არსებობს
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე: კულტურის სამინისტროში რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლის გაუქმება იგეგმება