ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის
მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის
იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის
სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.

2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის
სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით
დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს
სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით),რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო

banner
წინა სტატიაშიYoutube-ის შტაბინაში მსროლელმა ქალმა თავი მოიკლა,არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაპანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციები – სუს-ის ანგარიში