ქრთამის აღების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა.

საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” და “ენმ”-ს ორ-ორი მანდატის დათმობა მოუწევს- “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი
შემდეგი სტატიაბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ა.ფეტიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს