ქრთამის აღების ფაქტზე ქედის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.
როგორც “თაიმერს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიოსკარი 2016 – წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ლეონარდო დი კაპრიო გახდა
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა