ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2017 16:27

ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.

სხვა სტატიები

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% – 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.

სუს-ის ცნობით, 2017 წლის I დეკემბერს გიორგი ნ.-მ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი აიღო, რა დროსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2017 16:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics