ქრთამის აღების ფაქტზე კასპში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქრთამის აღების ფაქტზე კასპში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამდიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ, ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად.

თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა. ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვრიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური ზურაბ ჯაფარიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს