ქრთამის აღების ფაქტზე კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი, ივანე გვიმრაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, მის დაქვემდებარებაში არსებული სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე და საშეშე მერქანი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: 12 ათასი ოჯახი დაბინავდა ეს არის ჩვენი მოვალეობა
შემდეგი სტატიაალკოჰოლური სასმელებით დატვირთული ავტომანქანის ქურდობისთვის ხობში ერთი პირი დააკავაეს