ქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო – საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: მივიღებთ იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველომ განიცადა
შემდეგი სტატიანატოს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება