ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები საქონლის შემოწმების თაობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 341-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაბოლო 1 კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 927 ფაქტი გამოვლინდა