ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ავრცელებს.

ავოკატი ამბობს, რომ ტარიელ თურმანიძე ბათუმში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს.

მისივე თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს. თუმცა, ზაზა პაპიძის განცხადებით, საუბარია, სავარაუდოდ, 1000 ლარზე.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც თბილისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში ტრაილერი გადაბრუნდა, რუსთავის მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზით შეიძლება
შემდეგი სტატიანიკოლოზ ხუნძაკიშვილი – ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება