ქრთამი წითელ წიგნში შეტანილი ხეების ჭრის სანაცვლოდ – დაკავებულია ორი რეინჯერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავა.

ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი.

საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაში“გაკვირვებული ვარ” – კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რაჭველს პასუხობს
შემდეგი სტატიაახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს